ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა

18 ოქტომბერი 2024, 10:18 249 ნახვა

ღაზის სექტორში კრიტიკული ვითარებაა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის განცხადებით, ანკლავში კვირა ნახევრის სამყოფი სურსათის მარაგია დარჩენილი. დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ბოლოდროინდელი ბრძოლების და  ორკვირიანი შეზღუდვის გამო გაუარესებულია.

ანტუან რენარის თქმით, ბოლო მონაცემებით, ღაზაში მცხოვრები 400 ათასამდე პირი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის.

თავის მხრივ ისრაელი დახმარების მიწოდებაზე დაწესებულ შეზღუდვას უარყოფს და აცხადებს, რომ ღაზაში 50 სატვირთო მანქანა საკვები და მედიკამენტები ჩაიტანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში