“დინამო” ბათუმს ახალი მწვრთნელი ჰყავს

18 ოქტომბერი 2024, 12:24 496 ნახვა

"დინამო" ბათუმს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბათუმურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. ჭიაბრიშვილმა ამ პოსტზე უკრაინელი ანდრეი დემჩენკო შეცვალა.

ჭიაბრიშვილი საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ის მუშაობდა „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამო თბილისში“. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ და „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

საკლუბო კარიერის პარალელურად, ჭიაბრიშვილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც იმუშავა. 

ბათუმის „დინამოში“ ჭიაბრიშვილის დებიუტი დღეს შედგება, ეროვნული ლიგის 29-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „გაგრას“ დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმის საფეხბურთო ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში