საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

12 აპრილი 2017, 00:00 2005 ნახვა

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

კვოტების დადგენის მთავარი მიზანი ქვეყანაში ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის რაოდენობის მკაცრად განსაზღვრა და ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერებაა.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 "გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნული მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციას" - ნათქვამია შინაგანს საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. "ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა კვლავ რჩება ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შიდა კვოტების განსაზღვრა ტაბლეტირებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება". 

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ მიიღო, რომლის თავმჯდომარე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია. საბჭოს შემადგენლობაში არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში