საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

18 ოქტომბერი 2024, 14:31 294 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში, ირლანდიასთან გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა მოახლოებული მატჩებისთვის შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოსა და ირლანდიის ორმატჩიანი პლეი-ოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება.

პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი).

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო),  მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი).

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში