იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისს კაცმა "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა

19 ოქტომბერი 2024, 14:56 275 ნახვა

იაპონიაში მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარ ოფისზე თავდასხმის მცდელობისთვის 49 წლის კაცი დააკავეს. თავდამსხმელმა 5 „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას და შენობაში შესვლას ცდილობდა. ხანძრის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურმა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ცნობისთვის 27 ოქტომბერს იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში