ომი ახლო აღმოსავლეთში

19 ოქტომბერი 2024, 17:58 242 ნახვა

პალესტინის ჩრდილოეთით, ქალაქ ბეით-ლაჰიაში ისრაელის სამხედროებმა ალყა შემოარტყეს და ცეცხლი გაუხსნეს ინდონეზიის საავადმყოფოს. ინფორმაციას ამის შესახებ დაჯგუფება „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები ავრცელებენ. საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პაციენტებისა და პერსონალისთვის.

თავის მხრივ ისრაელის სამხედროების მიერ ქალაქ ჯაბალიაში მიტანილ იერიშზეც საუბრობენ ჰამასის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ მხოლოდ გასული დღის თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის სამხედროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმების დროს რამდენიმე ტერორისტი გაანადგურეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში