პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი

20 ოქტომბერი 2024, 11:59 299 ნახვა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. თითოეულ გამარჯვებულს 150 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოცხადდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპია დაფინანსებული. პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში