ჯორჯიის შტატში ნავმისადგომის ნაწილი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

20 ოქტომბერი 2024, 12:00 395 ნახვა

ჯორჯიის შტატის ნავმისადგომის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანები ბორანს ელოდებოდნენ. გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე 20-მდე სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია კავშირზეა ადგილზე მყოფ ოფიციალურ პირებთან და მზად არიან დასახმარებლად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში