უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიასთან ხეებს ჭრიან

12 აპრილი 2017, 00:00 3149 ნახვა

ჩაქვში ხეების მოჭრას დღეს ისევ ხმაური მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს. ელგუჯა ბაგრატიონსა და ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელს შორის ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარტიის კიდევ ერთი წევრი გია აბულაძე ამბობს, რომ დენდროლოგიურ პარკში ხეების გადასატანად გზას აფართოებენ, რასაც ასწლოვანი ხეები ეწირება.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ფაქტს იკვლევს. რწმუნებულის ინფორმაციით კი, შესაბამისი ნებართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა გასცა.

ამავე კატეგორიაში