სემინარი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 

21 ოქტომბერი 2024, 10:01 255 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის მედია-აკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული კურსი „საგანგებო მოვლენების გაშუქება და უსაფრთხოების სტანდარტი“ ჩატარდა.

შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საგანგებო მოვლენების გაშუქების სტრატეგიები, ხშირად დაშვებული შეცდომები და უცხო გარემოში მუშაობისას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები.

სემინარი ასევე მოიცავდა სიმულაციურ ვარჯიშებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სავალდებულო ტექნიკურ აღჭურვილობას და საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას მნიშვნელოვან პრაქტიკულ დეტალებს გაეცნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში