შუახევში თოვლმა გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია - მიმდინარეობს სამუშაოები

21 ოქტომბერი 2024, 11:46 600 ნახვა
 
შუახევში თოვს. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 10-20-სმ, ხოლო მაღალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.

სოფლებში, თოვლმა ფოთლოვანი ხეები წააქცია, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზებზე ავტომანქანების გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ყველა უწყება მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზები გაწმენდითი და თოვლის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტისა და "ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია მერიისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლები.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში