ლოიდ ოსტინი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

21 ოქტომბერი 2024, 13:20 256 ნახვა

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. ეს მისი უკვე მეოთხე ვიზიტია ომში მყოფ უკრაინაში.

ოსტინი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს შეხვდება, რათა განიხილოს მომავალი წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი და ის საჭიროება, რაც უკრაინას იარაღთან დაკავშირებით აქვს.

ოსტინმა, რომელიც უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა, თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში