მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბრს ჩატარდება

21 ოქტომბერი 2024, 13:49 266 ნახვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი  მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა  სანდუმ ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,51%-ის შედეგებით, სანდუს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 42,07%-მა.

26,27%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი. მისი და სანდუს მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება  20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე.

შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით დადებითად უპასუხა 50,08%-მა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში