უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრება - თორნიკე რიჟვაძე

21 ოქტომბერი 2024, 15:36 2545 ნახვა
 

მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც  მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. მეწყერულმა პროცესმა დააზიანა დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალიც.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები. ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები.

"გავეცანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას. მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ხულოს და შუახევს. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შეზღუდულად ხდება ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის. მეწყრულმა პროცესმა დააზიანა დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალი.

მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები. ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები.

ბათუმში, მთელი კვირის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა სასმელი წყლის უწვეტად მიწოდების კუთხით. სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ბათუმში უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.

შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობს უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში