ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია - პაველ ჰერჩინსკი

22 ოქტომბერი 2024, 11:16 265 ნახვა

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის განმარტებით, ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს.

„შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ, ევროკავშირი პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რასაც ქართველები გააკეთებენ. ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ. ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. ჩვენ ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ, ველოდებით, რომ  მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არჩევნები იქნება სრულად ინკლუზიური, სრულად გამჭვირვალე და სრულად კონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მისივე განმარტებით, მოხარულია, რომ ევროკავშირი, მხარს ვჭერს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, საქართველოსთვის აუცილებელ რეფორმას, უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო ზედამხედველობას.

ჰერჩინსკის თქმით, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ყველას თანამშრომლობას მოითხოვს.

„ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა კანდიდატის სტატუსთან ერთად. უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს ყველას თანამშრომლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების ძალების საპარლამენტო ზედამხედველობას, სასამართლო ზედამხედველობას. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ბედნიერი ვარ, რომ, როგორც ევროკავშირი, ვეხმარებით კვლევების დაფინანსებაში, ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო თანდათან დააკმაყოფილებს ყველა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტს, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაზე მშვიდობიანი პროექტია ისტორიაში და ორგანიზაციას სურს, საქართველო ამ ოჯახის წევრი გახდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში