ჩინეთის ლიდერი ყაზანში ჩაფრინდა

22 ოქტომბერი 2024, 13:56 285 ნახვა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი  ყაზანში ბრიქსის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. რუსეთი ჯგუფის სამიტს 22-24 ოქტომბერს მასპინძლობს. სამიტში მონაწილეობს 36 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 22 ქვეყნის მეთაური და 6 საერთაშორისო ორგანიზაცია.

დღეს ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, და ჩინეთის პრეზიდენტს, ხოლო ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტს და თურქეთის პრეზიდენტს, შეხვდება.

დიპლომატიური ფორუმი, რომელიც  15 წლის წინ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის მიერ დაარსდა, წლების განმავლობაში გაფართოვდა და დღეისთვის სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ირანს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მოიცავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში