პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა

12 აპრილი 2017, 00:00 2445 ნახვა

დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიებას მეორე ეჭვმიტანილიც ჰყავს. გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ისლამურ კვალს არ გამორიცხავს. გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ესპანელი ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგულ მონაკოს გუშინ საკუთარ მოედანზე უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო.

ამავე კატეგორიაში