უამინდობის შედეგები ხულოსა და შუახევში

22 ოქტომბერი 2024, 14:05 274 ნახვა

ხულოში ინტენსიური თოვის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე დღეა შუახევსა და ხულოს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ხიჭაურსა და ღორჯომის თემში მთავარი ძაბვის სადენების დაზიანებაა. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებში აჭარის გარდა გურიისა და სამეგრელოს დამხმარე ჯგუფებიც არიან ჩართული.

ენერგომომარაგება დღის ბოლოს უნდა აღდგეს. საღამოს უნდა აღდგეს წყლის მიწოდებაც.

დაბის მოსახლეობას დილიდან სასმელი და ტექნიკური წყალი რეზერვუარებიდან მიეწოდება. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აღწევს, ნაადრევად მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა ხე-მცენარეები  და ელექტროგაყვანილობის ხაზები.

თოვლმა შეფერხებები შექმნა საგანმანათლებლო სფეროში, მოსწავლეთა დაბალი აქტივობა იყო სკოლებში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში