ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა   

22 ოქტომბერი 2024, 14:18 306 ნახვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყება - მშენებლობის პროცესში სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია „იან დე ნულია“, რომლის თანახმად, 16 სექტემბრიდან უკვე შეუდგა სამუშაოებს.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში