ბათუმმა უშუ სანდაში ევრაზიის ლიგის ჩემპიონატს უმასპინძლა

23 ოქტომბერი 2024, 11:43 456 ნახვა

ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს, ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებაში ქართველი, სომეხი, ირანელი და აზერბაიჯანელი მებრძოლები მონაწილეობდნენ. სულ რვა ორთაბრძოლა გაიმართა, აქედან სამი სამოყვარულო, ხუთი კი პროფესიონალთა შორის სამოყვარულო ქამრებისთის. პროფესიონალთა შორის სამი საჩემპიონო ქამარი ქართველებმა მოიპოვეს, თითო-თითო ქამარი კი ირანელმა და სომეხმა მებრძოლებმა.

საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონები გახდნენ ვალერი გობეჯიშვილი, ნიკოლას მასხულია და ალექსანდრე კუჭავა. შეჯიბრება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში