"თამაში ჭვავის ყანაში სამი ფათერაკიანი დღე"-პრემიერა 

23 ოქტომბერი 2024, 11:44 350 ნახვა

"თამაში ჭვავის ყანაში სამი ფათერაკიანი დღე"- ასე ჰქვია სპექტაკლს რომლის პრემიერაც ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე შედგა. სპექტაკლი ჯერომ სელინჯერის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა და მასში თეატრის მსახიობებთან ერთად ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ქანთარიაა. საპრემიერო ჩვენებები დღეს, 25 ოქტომბერს და 9 ნოემბერს გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში