გაეროს გენერალური მდივანი ყაზანში ჩავიდა

23 ოქტომბერი 2024, 11:41 267 ნახვა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ყაზანში ჩავიდა. ბრიქსის სამიტის ფარგლებში იგი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გუტერეში და პუტინი  ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანტონიო გუტერეშის რუსეთში  ვიზიტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას.    ბრიქსის სამიტი ყაზანში გუშინ  დაიწყო და ხვალ დასრულდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში