თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადებიან

23 ოქტომბერი 2024, 17:30 339 ნახვა
„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება და მმართველი პარტიის ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.
 

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. თავისუფლების მოედანზე იმყოფება  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის.

საარჩევნო ღონისძიებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამავდროულად, მოტოციკლეტებითა და სკუტერებით მიმდინარეობს მსვლელობა დედაქალაქის მასშტაბით. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, გამოხატონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. 

 

 

 

 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში