უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის გამო დააკავეს

24 ოქტომბერი 2024, 10:59 263 ნახვა

ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის და განას, ჯამში 7 მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.  

უწყების ცნობით, დაკავებულები ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ, რომ მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. 

ამ დროისთვის ისინი მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში