თურქეთმა ერაყსა და სირიაში ქურთი ბოევიკების სამიზნეები დაბომბა

24 ოქტომბერი 2024, 08:59 240 ნახვა

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით,  ანკარაში თურქეთის საჰაერო კოსმოსური კომპანიის სათაო ოფისზე  ტერორისტული  თავდასხმის საპასუხოდ თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყსა და ჩრდილოეთ სირიაში ქურთი ბოევიკების პოზიციები დაბომბა. 

სამიზნეები მოიცავდა სამხედრო და სადაზვერვო ობიექტებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, ასევე ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 32 სამიზნე, ლიკვიდირებულია  ქურთისტანის მუშათა პარტიის რამდენიმე  წევრი. თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 22 ადამიანი. ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება თავდასხმაზე პასუხისმგებლობას   ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებული დაჯგუფებას აკისრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში