საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში 

24 ოქტომბერი 2024, 09:01 217 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „სპაერი“ – „გაგრა“; „დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“.

ნახევარფინალური შეხვედრები 5 ნოემბერს პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე გაიმართება.

ფინალი კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 დეკემბერს ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში