რუსეთის დუმამ ჩრდილოეთ კორეასთან პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

24 ოქტომბერი 2024, 13:52 255 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს ქვეყნების მიერ ერთმანეთის დაცვაზე შეიარაღებული ძალების გამოყენებით „აგრესიის“ შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეას ღიად შეუძლია რუსეთის მხარეს ომში ჩართვა.

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო ხელშეკრულებაში იყო საიდუმლო პუნქტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ათასობით ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნას ითვალისწინებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში