პუტინი გაეროში აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების როლის გაზრდას მოითხოვს

24 ოქტომბერი 2024, 14:05 246 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა    ყაზანში ბრიქს-ის სამიტზე განაცხადა, რომ აზიამ, აფრიკამ და ლათინურმა ამერიკამ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშონ გაეროს უშიშროების საბჭოში. 

პუტინმა ყაზანში ჩასულ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს გაეროს რეფორმირება მოსთხოვა. სწორედ 1945 წლის 24 ოქტომბერს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

,,მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია სათანადო პასუხი გავცეთ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში