პარიზი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

24 ოქტომბერი 2024, 13:51 245 ნახვა

საფრანგეთი ლიბანის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საერთაშორისო კონფერენციას  მასპინძლობს, რომელსაც ესწრება ლიბანის პრემიერ-მინისტრი.  კონფერენცია მიზნად ისახავს 400 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას ლიბანელებისთვის, რომლებმაც დატოვეს სამხრეთ ქალაქები ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციების გამო.

საფრანგეთს აქვს ისტორიული კავშირები ლიბანთან და მუშაობს ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.   

კონფერენციას 70 დელეგაცია და 15 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რამდენიმე  მინისტრი ესწრება.

არც ისრაელი, რომლის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა მაკრონის ინიციატივა, და არც ირანი არ არიან მიწვეული კონფერენციაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში