არასამთავრობო ორგანიზაციის ბრიფინგი ე.წ. ოცნების ქალაქში

24 ოქტომბერი 2024, 14:01 318 ნახვა

ე.წ ოცნების ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ალტერნატივა’’- მ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დასახლებაში საცხოვრებლების დემონტაჟის დროს არ მოხდა სამშენებლო ნარჩენების გატანა, რამაც სანიაღვრე მილები ჩახერგა და ტერიტორია იტბორება.  

ადგილობრივთა ნაწილი ყვება, რომ უხვი ნალექის დროს წყალი საკარმიდამო ნაკვეთებსა და სახლებში აღწევს. მათი თქმით,  დახმარების მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში