წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - შსს

24 ოქტომბერი 2024, 15:19 408 ნახვა

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.

"შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი - შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში