პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” 

25 ოქტომბერი 2024, 11:08 336 ნახვა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში ოჯახებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, საცხოვრებელი სახლები გრიშაშვილისა და კვინიტაძის ქუჩებზე აშენებულ ახალ კორპუსებში გადაეცათ.

ბინების გასაღები ოჯახებს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ამ მისამართებზე ავარიული სახლების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის კორპუსები აშენდა.

პირველ სართულზე განთავსებულია საპარკინგე სივრცე, ხოლო დანარჩენი სართულები განკუთვნილია საცხოვრებლად. ახალ სახლებში 82 ბინა ამავე მისამართებზე მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ.

პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე და დასრულების ეტაპზეა მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში. 

პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” 4 წლიანია და ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარია, რაც ითვალისწინებს 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში