მიუნხენის ბაიერნი 1-2 მადრიდის რეალი [ვიდეო]

13 აპრილი 2017, 00:00 3240 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ყველაზე დაძაბული თამაში გაიმართა მიუნხენში, სადაც ბავარიელები 1-2 დამარცხდნენ მადრიდელებთან. 

25-ე წუთზე თავური დარტყმით ვიდალმა გაუტანა რეალს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი კრიშტიანო რონალდომ დიდხნიანი უგოლობის შემდეგ გაიტანა გოლი და გაათანაბრა ანგარიში. 61-ე წუთზე ხავი მარტინესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მიუნხენელები კაცნაკლულნი დარჩნენ.  77-ე წუთზე რონალდომ დუბლი შეასრულა.

კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირებზე გატანილი ბურთებით 100 გოლიან ნიშნულს მიაღწია.

საბოლოო ანგარიში: მიუნხენის ბაიერნი 1-2 მადრიდის რეალი. 

განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს მადრიდში გაიმართება. 

ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრა გაიმართა მადრიდში, სადაც ატლეტიკომ ლესტერ სიტის უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გოლი 28-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში