მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება - მაია სანდუ

25 ოქტომბერი 2024, 19:57 280 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმის საერთაშორისო პრაქტიკის არაეფექტურობაზე საუბრობს. მაია სანდუ აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ „რადიკალურად ახალი ზომები“ უნდა მიიღონ. პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება.
მან სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესის პატიოსნება უზრუნველყონ. სანდუს თქმით, მას მეორე ტურში იმ ადამიანების მობილიზების იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია, რომ მისთვის „ტროას ცხენი“ მოამზადეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში