მაუწყებლის დირექტორის ანგარიში

13 აპრილი 2017, 00:00 2320 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორის  საქმიანობის,  3 თვის კვარტალურ ანგარიშს საათნახევრის განმავლობაში ისმენდა. მოგვიანებით კი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ნათია კაპანაძემ  ძირითადი აქცენტი მაუწყებლის განვითარების  სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე, ასევე, მის ტექნიკურ და შინარსობრივ ნაწილზე გააკეთა.  მრჩეველთა საბჭო ტელევიზიისა და რადიოს გამოწვევებსა და მიღწევებსაც გაეცნო. შემუშავებული დოკუმენტის საჯარო განხილვას ნათია კაპანაძე  უახლოეს მომავალში გეგმავს.

ამავე კატეგორიაში