ლიეტუვაში ვადამდელ არჩევნებში მემარცხენე ოპოზიცია ლიდერობს

28 ოქტომბერი 2024, 10:09 309 ნახვა

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცენტრისტული მემარცხენეები 141-წევრიან ასამბლეაში 52 მანდატით ლიდერობენ.

მმართველი „სამშობლოს კავშირის“ პარტია კი მეორე ადგილზეა 28 მანდატით. სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ვილია ბლინკევიჩიუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მისი აზრით, პარტია, სავარაუდოდ, კოალიციური უმრავლესობით მოვა, პარტიებთან „ლიეტუვისთვის“ და „ფერმერთა და მწვანეთა კავშირთან“ ერთად. პრემიერ- მინისტრის ინგრიდა სიმონიტის მემარჯვენე ცენტრის სამპარტიული კოალიციის პოპულარობა შემცირდა ინფლაციის გამო, რომელიც ორი წლის წინ 20%-ს აჭარბებდა, საჯარო სერვისების გაუარესებისა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავების გაღრმავების გამო.

სოციალ-დემოკრატებმა პირობა დადეს, რომ გაუმკლავდებიან მზარდ უთანასწორობას მდიდარ ლიეტუველებზე  გადასახადების გაზრდით, რათა  მეტად  დააფინანსონ ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. 

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 13 ოქტომბერს გაიმართა. მისი შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს.  საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს – პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში