ზახაროვა ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

28 ოქტომბერი 2024, 10:01 278 ნახვა

სისულელეა იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ მისცეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ არ შეიძლება ვინმემ საქართველოს თავისი ევროპული მომავალი წაართვას. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს კითხვით მიმართავს: რატომ არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი?

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში