პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები

28 ოქტომბერი 2024, 10:51 277 ნახვა

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების გამო, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე. საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით აღინიშნა, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

უწყება ხაზს უსვამს, რომ დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში