ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

28 ოქტომბერი 2024, 14:13 537 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე  მუნიციპალური მიკროავტობუსების   ტარიფების შესახებ დადგენილება  მიიღეს, მგზავრობის ღირებულება ტერიტორიისა და სოფლების მიხედვით  50 თეთრიდან   ლარსა და 60  თეთრამდე განისაზღვრა, თუმცა მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიისთვის მოქმედებს შეღავათები.

საკრებულოს წევრებმა, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის  სამი კვარტლის შესრულების შესახებ  განკარგულება მიიღეს, დოკუმენტის მიხედვით სამი კვარტლის ფაქტობრივმა შემოსავლებმა  38 მილიონ 194 ათას  130 ლარი ანუ გეგმის 93,40 პროცენტი  შეადგინა, ხოლო   გადასახადების ნაწილში   გათვლილი გეგმა  98, 96 პროცენტით არის შესრულებული.

ასევე  დამტკიცდა დოკუმენტი   ხელვაჩაურის მდგრადი განვითარების  მიზნებისთვის, რომლითაც  შესასრულებელი  10  მიზანი და 22  ამოცანა   იქნება განსაზღვრული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში