წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და გაიხსენეს ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, სწორედ მაუწყებლის ქობულეთის ბიუროში მუშაობდა ლოლა გარკვეული დროის განმავლობაში.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი. ქობულეთის მერის პირველმა მოადგილემ 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
ასევე სხდომაზე ცვლილება შევიდა დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაში. ცვლილება არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა წარადგინა. იცვალა სამშენებლო ფუნქციური ზონები, ზღვისპირა ზოლს დაუდგინდა სიმაღლის ზღვრული მაჩვენებელი-26 მეტრი.
დღემდე არსებული გეგმით აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო დადგენილი კოეფიციენტები, თუმცა სიმაღლის შეზღუდვა არ არსებობდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.