პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები

28 ოქტომბერი 2024, 14:03 234 ნახვა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგი "შეშფოთებულია"  საპარლამენტო არჩევნების საკამათო შედეგების გამო საქართველოში.  ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება გამოიძიებს დარღვევების შესახებ ბრალდებებს. ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს პატივი უნდა სცენ, რათა საქართველომ ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება შეძლოს - წერს ბარო იქსის პლატფორმაზე. ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების გამო, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე.

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით აღინიშნა როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს, - ამის შესახებ  კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში