მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

29 ოქტომბერი 2024, 10:13 252 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.

ამ წუთებში ვიქტორ ორბანსა და ირაკლი კობახიძეს შორის პირისპის შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 11 საათისთვის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა მინისტრები და სახელმწიფო მდივანი არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში