პოლონეთის პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ჩამოსვლას არ გამორიცხავს

29 ოქტომბერი 2024, 14:08 299 ნახვა

პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ  საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ჩასვლა არ გამორიცხა.

დუდამ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მითხრა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, არამედ არჩევნების შედეგები ბევრ დონეზე დამახინჯდა. საქართველოს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის სიახლოვეს, ის რუსეთს ესაზღვრება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ბრძოლა. რუსეთს ამ ადგილის მიტაცება სურს“, – განაცხადა დუდამ. მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის დასადგენად აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში