ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადება

29 ოქტომბერი 2024, 13:58 246 ნახვა

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულებას აიღებდა, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამ ვიხილეთ. შეშფოთებულები ვართ, არჩევნების დღეს ჩარევის ათობით შემთხვევით, მათ შორის ძალადობით, ამომრჩეველთა დაშინებითა და ბიულეტენების ჩაყრით.

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ, „ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გაყალბების და ნებისმიერი გარე ჩარევის შემთხვევები, რათა დადგინდეს, რამდენად სერიოზული გავლენა იქონია ამან არჩევნების შედეგებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში