ფიბა-ევროპის თასზე „ქუთაისი“ „პრიევიძასთან“ მესამე ოვერტაიმში დამარცხდა

31 ოქტომბერი 2024, 09:31 211 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე მეოთხე მატჩი გამართა. მისი მეტოქე სლოვაკური „პრიევიძა“ იყო, რომელთანაც ჩვენი გუნდი სტუმრად 8 ქულის სხვაობით დამარცხდა.

„პრიევიძა“ „ქუთაისის“ უშუალო კონკურენტია და საპასუხო მატჩში 9 ქულის სხვაობით მოგება ქართული გუნდისთვის მომდევნო ეტაპზე გასვლისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 73:73 დასრულდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად სამი ოვერტაიმი გახდა საჭირო. საბოლოოდ სტუმრებმა 108:104 გაიმარჯვეს. მაღალშედეგიანი მატჩი ჰქონდა ქუთაისელთა გამთამაშებელ ჯოინერს, რომელმაც მატჩი 31 ქულით დაასრულა. 18 ქულა ჰქონდა კორსანტიას, 16 – ოჩხიკიძეს. „პრიევიძაში“ 30 ქულა მოაგროვა სმიტმა, 29 – ჟორდანმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში