საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი ცხრა თვეში რეკორდულად გაიზარდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

01 ნოემბერი 2024, 10:38 871 ნახვა
 

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს.

„2024 წლის მე-3 კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში