საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია 

01 ნოემბერი 2024, 10:05 304 ნახვა

ტირანაში დასრულებულ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო პირველობაზე ავთანდილ კენჭაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს 13:4 სძლია. მირიან მაისურაძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 დამარცხდა.

შეჯიბრებაზე ბრინაჯოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამარცხდა აკაკი ქემერტელიძე. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 55 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში