საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ თბილისის “ამრა” დაამარცხა

01 ნოემბერი 2024, 23:21 297 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა,“ საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში თბილისის „ამრას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 84:66 დაამარცხა.  

ბათუმელთაგან ყველაზე მეტი 17 ქულა, ოთარ ბულიავამ ჩააგდო. კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ლუკა კალატოზიშვილსაც, რომელმაც  13 ქულასა და 11 მოხსნას  მოუყარა თავი და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. სტუმართაგან კი 21 ქულით საუკეთესო მაიკ ტიდველი იყო. 

სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 9 ნოემბერს სტუმრად „ივერიონის“ წინააღდეგ გამართავს. 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში