არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე - ლოიდ ოსტინი

02 ნოემბერი 2024, 10:52 298 ნახვა

არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე, - ამის შესახებ,აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ვერცერთი შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის შეტევას. მთავარია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და ფოკუსირება იმაზე, თუ რა მუშაობს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, კვლავ, უკრაინის გამარჯვებას ემხრობა და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით.

"პუტინმა უკრაინაში შეჭრით მთელი დასავლური სამყარო გამოიწვია და ამერიკის უსაფრთხოება მოითხოვს, პუტინის აგრესიას დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა ოსტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში