ვითარება ახლო აღმოსავლეთში

02 ნოემბერი 2024, 11:56 226 ნახვა

ახლო აღმოსავლეთი ისევ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. ცენტრალურ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა. ქალაქ ტირაში დაზიანებულია შენობა. თავდასხმებს აგრძელებს ისრაელიც. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაიღუპა 52 და დაშავდა 72 ადამიანი. პარალელურად, ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის თავდასხმებს, 84-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში